19 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ევროპის დღე თბილისში საზეიმოდ აღინიშნება - რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გასართობი ღონისძიებები იმართება

5 მაისი - ევროპის დღე თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე დღეს დილიდან არაერთი გასართობი ღონისძიება იმართება.

რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ეწყობა კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სტენდები, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ევროპის კულტურას და ისტორიას უფრო ახლოს გაეცნოს.

რიყის პარკში პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდნენ.

„გილოცავთ ევროპის დღეს, როგორც ევროპულ ერს. ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი ნაწილი იყო ისტორიულად, შეუერთდება და სრულუფლებიანი წევრი გახდება ევროპული კავშირის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მოსახლეობას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიმართა.

„ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა არის ჩვენი მიზანი, სწრაფვა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია. მესმის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას და საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები