25 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
წლების შემდეგ მოსწავლე, სექსუალური ორიენტაციის გამო, ჩაგვრაში მასწავლებელს ადანაშაულებს

სკოლაში გატარებული 12 მძიმე წლის შემდეგ მოსწავლე დუმილს არღვევს და მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, ჩაგვრაში მასწავლებელს ადანაშაულებს.

ბექა უკვე სრულწლოვანია. ის სახეს მალავს, რადგან შიშობს, რომ, თუ პედაგოგს ღიად დაადანაშაულებს, ის კვლავ საფრთხეს შეუქმნის.

ის იხსენებს, რომ მასწავლებელი მხოლოდ მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო, დასცინოდა, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას თანაკლასელების, სკოლელების და მასწავლებლების თანდასწრებითაც.

რუსულის პედაგოგი, რომელსაც ბექა დისკრიმინაციულ მოპყრობასა და ჩაგვრაში ადანაშაულებს, ახლა 139-ე სკოლის დირექტორია. ნათია ფხალაძეს უკმაყოფილო მოსწავლეები და მასწავლებლები ახალ სამსახურშიც ჰყავს.

მოსწავლეები მას უხეშ მოპყრობაში, პედაგოგები უსაფუძვლო ბრალდებებით სამსახურიდან გათავისუფლებაში, მშობლები კი მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო შვილების ჩაგვრაში ადანაშაულებენ.

ბრალდებების ადრესატი დირექტორი კომენტარზე უარს აცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი მოზარდების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობენ. თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრო ჰომოფობიური ბულინგის ცნებას საერთოდ არ აღიარებს და ამიტომ მისი პრევენციისთვის საჭირო ზომებს არ მიმართავს.

 მოძრაობის მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სექსუალური ორიენტაციის გამო ჩაგვრა ხშირად მასწავლებლების მხრიდან ხდება.

დღის ამბები