25 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ქართველი მეზღვაური, რომელმაც ლიბიის ციხეში თითქმის სამი წელი გაატარა, საქართველოშია

ქართველი მეზღვაური, რომელმაც ლიბიის ციხეში თითქმის სამი წელი გაატარა, საქართველოშია. სოსლან კაკაბაძეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ლიბიაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის მიზეზით ჭიანურდებოდა. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას, რომელიც ტონგოს დროშიც ქვეშ მცურავ ხომალდზე მზარეულად მუშაობდა, წინ უძღვოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ვიზიტი ლიბიაში. 

„ორი წლის და 7 თვის შემდეგ პატიმრობიდან დავბრუნდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემს გათავისუფლებაში. მე 5 თვე ძალიან ცუდ ციხეში ვიყავი. ყველა ლიბიელი უძახის ამ ციხეს გუანტანამოს სიმკაცრით. გარეთ არ გვიშვებდნენ,“ - აღნიშნა სოსლან კაკაბაძემ.

საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდისდ თქმით, ლიბიის ციხეში დარჩენილი ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება.   

„პროცესი იყო საკმაოდ რთული, ამას უძღოდა ძალიან დიდი მუშაობა. რა თქმა უნდა, ლიბიაში ჩვენ გვრჩება ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებზეც მუშაობდა გრძელდება. მათი საქმე უკვე არსებითად განიხილება მაისის მეორე ნახევარში და გამოყენებული გვაქვს ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური ბერკეტი, რომ ჩვენი მეზღვაურები დროულად დაბრუნდენ სამშობლოში,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები