24 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
ისტორიული არჩევნები ლიბანში- ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა პარლამენტის შემადგენლობას პირველად ირჩევს

ისტორიული არჩევნები ლიბანში - ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა პარლამენტის შემადგენლობას პირველად ირჩევს. პროცესში ასევე პირველად მონაწილეობენ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით საღამოს 07:00 საათამდე გაგრძელდება. წინასწარი ოფიციალური შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი. არჩევნებს ევროკავშირის დამკვირვებლებიც ადევნებენ თვალს. ბოლოს პარლამენტი 4-წლიანი ვადით ლიბანში 2009 წელს აირჩიეს, თუმცა სირიის კრიზისისა და საარჩევნო კანონის რეფორმირების მიზნით საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება ორჯერ გაიხანგრძლივა.

დღის ამბები