25 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარებები - ბოლო წლებში, სოფელ აბისისთავში რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს შემწეობა მოეხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში რამდენიმე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ადგილობრივების თქმით, გაჭირვებულ ოჯახებს ბოლო წლებში, სოციალური შემწეობა ბევრ ოჯახს მოუხსნეს.

ერთ-ერთი ოჯახი ლამარა ფუტკარაძისაა, რომლის ვაჟს დიუშენის პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია აქვს. წლებია სოსო გაჩეჩილაძე საწოლიდან ვერ დგება. დედა ამბობს, რომ შვილი სამი წელია ეზოშიც ვეღარ გაჰყავს, რადგან დაავადებამ სოსოს ხერხემალიც დაუზიანა და სპეციალური ეტლის გარეშე, საწოლიდან ვერ დგება.

4 წლის წინ კი დედა-შვილს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ლამარა ფუტკარაძე ეჭვობს, რომ მათთვის სოციალური შემწეობის მოხსნის მიზეზი მეორადი ტექნიკის მაღაზიაში ნაყიდი კომპიუტერი გახდა, რომელიც, როგორც ამბობს, ექიმის რჩევით, ლოგინად ჩავარდნილ შვილს თავშესაქცევად უყიდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, გაჭირვების გამო კომპიუტერიც გაყიდა.

თანასოფლელებთან ერთად, მესამე წელია სოციალური შემწეობა, 76 წლის ლიანა ლურსმანაშვილსაც მოუხსნეს. შვილის პენსია, რომელსაც მალე აღუდგნენ, მისი ერთადერთი იმედია.

დღის ამბები