20 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
ევროპის დღე თბილისში - საქართველო უკვე 5 წელია ევროპის დაბადების დღეს საზეიმოდ აღნიშნავს

საქართველო უკვე 5 წელია ევროპის დაბადების დღეს საზეიმოდ აღნიშნავს. ევროსოფელი რიყის პარკში მოეწყო. სტუმრებს სიმბოლურად ევროკავშირში მოგზაურობა შეეძლოთ.

ევროსოფლის მონაწილეები სტუმრებს სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ესპანეთი სტუმრებს ტრადიციული სასმელით უმასპინძლდება.

შვედეთის წარმომადგენლები სტუმრებს შვედური მუსიკის გამოცნობას სთავაზობენ. აქვე, ახალგაზრდები შვედეთის შესახებ შეკითხვებსაც პასუხობენ.

ევროპის დღის აღსანიშნავად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი შეუერთდა.

ევროსოფლის სტუმრები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი იქნება.

ავტორი: ნანიკო სისვაძე. 

დღის ამბები