25 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
ფოთში პატიმარი ქალის, სალომე მიქაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში პატიმარი ქალის, სალომე მიქაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მიქაძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ და სახალხო დამცველს საკითხის შესწავლას სთხოვენ.

მიქაძეს პირველმა ინსტანციამ 7 წელი მიუსაჯა, მას ბრალად ედება "ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიიდან 11 ათასი ლარის მითვისება.

ახლობლები ამბობენ, რომ ეს ცილისწამებაა და ითხოვენ მარტოხელა დედის მიმართ, სააპელაციო დავის პარალელურად, საპროცესო გარიგება გაფორმდეს და მას პირობით სასჯელი შეუფარდონ.

დღის ამბები