20 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
"გარეთ მიიღო თუ შიგნით ვერ გააკონტროლებ"-"მეტრონომში" ადასტურტებენ, რომ ერთ-ერთი პირი კლუბიდან წავლის შემდეგ გარდაიცვალა

ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის მეგობრებმა არ იციან რა ნივთიერება შეიძინეს დაღუპულებმა, რისი მიღებაც მათთვის ფატალურად დამთავრდა. ისინი ამბობენ,  მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არ არიან.

„არც ერთი იყო ნარკომანი და არც მეორე. ჩვენ ერთად დავდიოდით, ერთად ვატარებდით დროს და მე ვიცი ისინი რასაც სვამდნენ. ფაქტია, რომ ეს რაღაც ნივთიერება აქვთ მიღებული. რასაც ეს ბავშვები  და ეს ადამიანები სვამენ ეს არავინ არ იცის რა ნივთიერებაა. ეს არის საწამლავი, რომელიც გადუნებს, გაძინებს და ვეღარ იღვიძებ. ანუ გული უსკდებათ,“-განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარმა თაკო დოლაბერიძემ.

გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი კლუბ "მეტრონომში" იმყოფებოდა. მისი დატოვების შემდეგ ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა. კლუბის მენეჯერი ადასტურებს, რომ ეს პირი ამ დაწესებულებაში იმყოფებოდა თუმცა ამბობს, რომ ის ვერ აკონტროლებს გარე პერიმეტრს თუ რას ყიდულობენ და ღებულობენ კლუბის სტუმრები.

„კლუბი კრძალავს მსგავს რაღაცეებს. კონტროლდება კლუბის ტერიტორია, გარეთ ვინ რას იზავს მაგას ჩვენ ვერ ვაკონტოლებთ. ერთ-ერთი გარდაცვლილი აქ იმყოფებოდა. აქედან წასულს დაემართა შემდგომ. გარეთ მიიღო, შიგნით შემოიტანა და ისე მიიღო, მაგას ვერ გააკონტროლებ,“-განაცხადა კლუბ "მეტრონომის" დირექტორმა, გოგა ტვილდიანმა

დღის ამბები