24 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
"გვყავს გამორჩეული ქალი პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალუძთ ამ როლის შესრულება"-"ოცნება" კანდიდატად მაია ცქიტიშვილსაც განიხილავს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. ცნობილი ხდება, რომ სოზარ სუბართან ერთად, პარტიაში ასევე მსჯელობენ თედო ჯაფარიძის კანდიდატურაზეც. საუბარია ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრზე მაია ცქიტიშვილზე.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. დღის ბოლოს კი „ქართული ოცნების“ ოფისში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყება.

მმართველი გუნდის ნაწილი საპრეზიდენტო კანდიდატების ირგვლივ საუბარზე თავს იკავებენ.

„ვარაუდები ასეთი ლაპარაკის დროს არ ვარგა იმიტომ, რომ ნებისმიერი კომენტარი, ნებისმიერი გვარის დასახელება, წარმოშობს ამ გვარის მიმართ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად გასცდეს იმ კონსტრუქციულ გარემო, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზვიად კვაჭანტირაძე კი უარყოფს, რომ თედო ჯაფარიძე და სოზარ სუბარი კანდიდატებად განიხილებიან.  

„მსჯელობა ამაზე არსად არ ყოფილა,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

არც ერთ კანდიდატს არ გამორიცხავს აკაკი ზოიძე. ის ამბობს, რომ მისთვის ჩამოთვლილი ყველა კანდიდატი მისაღებია.

„ქალი პრეზიდენტი ჩემთვის კიდევ უფრო სასურველი იქნება. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ჩვენ გვყავს ძალიან გამორჩეული ქალი პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალუძთ ამ როლის შესრულება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ ცნობილი საზოგადოებისთვის ვის განიხილავს „ქართული ოცნება“ გახდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი შეთანხმდება ერთ კანდიდატურაზე.   

ამავე თემაზე
დღის ამბები