23 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
მკვლელობა მარნეულში-თავში გასროლით მოკლული 21 წლის ახალგაზრდის ცხედარი მწყემსებმა იპოვეს

მკვლელობა მარნეულში-თავში გასროლით მოკლული 21 წლის ახალგაზრდის ცხედარი მწყემსებმა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ვალიევს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ თავში ესროლეს შემდეგ კი ცხედარი არხში გადააგდეს, გვიან ღამემდე აქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

21 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზებზე თანასოფლელები ვერ საუბრობენ, ამ დრომდე არ არის დადგენილი ვინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ, ან რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. სოფლის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მკვლელი იმავე სოფლიდან იყოს, საიდანაც თავად მოკლული.

ნამაზ ვალიევი 5 მაისს საცხოვრებელი სახლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა. ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან ვინ დაურეკა მას. გამოძიება ჯერ არ ასაჯაროებს შემოსულ ზარებთან დაკავშირებით ინფორმაციას.

სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მკვლელს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
 

დღის ამბები