24 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მიხეილ გიორგაძეს ძიუდოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობა გააცნეს 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. დღეს, სპორტსმენებმა მიხეილ გიორგაძეს ძიუდოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობა დეტალურად აუხსნეს.

გააცნეს ყველა ის პრეტენზია, რაც მათ ფედერაციის პრეზიდენტთან აქვთ და რის გამოც ისინი ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

მინისტრმა რამდენიმე დღე ითხოვა ვითარებაში გასარკვევად. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის საგანგებო ყრილობა, რომელიც 10 მაისს არის ჩანიშნული, უნდა გადაიდოს.

დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებთან შეხვედრას ფედერაციის ყრილობაზე გეგმავდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ყრილობა დიდი ალბათობით გადაიდება. შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება უახლოეს დღეებში მოუწევს, ამ დროისთვის ქევხიშვილთან დაკავშირება შეუძლებელია.

დღის ამბები