„მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივკონცერტი ქალაქური სიმღერებს დაეთმო. რუსთაველის თეატრში კონკურსანტებმა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით შეასრულეს.
ჟიურისა და მაყურებლისგან ყველაზე ნაკლები ხმა გუშინ ქრისტი შუშაძემ მიიღო და კონკურსს გამოეთიშა.
მაყურებლის რჩეული ისევ საბა კემულარიაა, უკვე მესამე კვირაა, ის „მხოლოდ ქართულის“ რეიტინგებში ლიდერია.
საკუთარი საშემსრულებლო და ვოკალური მონაცემებით ჟიურისა და მსმენელის მოხიბვლას ამიერიდან უკვე 8 კონკურსანტი შეეცდება.