16 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
რუსეთის პრემიერი ისევ მედვედევი იქნება

რუსეთის პარლამენტმა დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მას მხარი დაუჭირა 374 დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 56 წავიდა. 

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ედინაია როსიამ და ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო მხარი არ დაუჭირეს კომუნისტებმა და სამართლიანმა რუსეთმა

კენჭისყრამდე რუსეთის პარლამენტს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია და მხარი დაუჭირა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 

დღის ამბები