16 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხნულებს ავლებენ, ოფიციალური თბილისი კი დუმს

ოთხი მაისიდან დღემდე ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 17-კილომეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას არცერთი საპროტესტო განცხადება არ გაუვრცელებია.

შერიგების მინისტრმა და მმართველმა გუნდმა ოკუპანტების პროვოკაციული ნაბიჯები მხოლოდ მას შემდეგ დაგმეს, რაც ინფორმაცია დღეს მედიამ გაავრცელა.

კურიერმა გაარკვია, რომ რუსული მძიმე ტექნიკა სოფელ ნიქოზიდან სოფელ დვანამდე ხნულებს ოთხ მაისს, ხუთი დღის წინ, თხრიდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გადმოსვლას პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა.  

საგარეო საქმეა მინისტრი ამბობს, რომ ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული ახალი ხნულების საკითხს ერგნეთის შეხვედრებზე გააპროტესტებენ.

ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის წევრები კი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ და შექმნილ ვითარებაზე პასუხიმგებლობას მათ აკისრებენ.  

ოპოზიციის აზრით კი, მცოცავი ოკუპაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართველმა სამართალდამცველებმა ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრზე პატრულირება შეწყვიტეს.

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ქართული ოცნების გუნდს რუსეთთან გაუაზრებელ პოლიტიკაში ადანაშაულებენ.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები