23 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი უპირატესობა ექნება "ქართული ოცნების" კანდიდატს - ირაკლი კობახიძე

„ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი უპირატესობა ექნება ქართული ოცნების კანდიდატს, ზოგადად, ჩვენი პარტიული ნდობიდან და მხარდაჭერიდან და ასევე, თუნდაც, რესურსებიდან გამომდინარე,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

გადაცემა არჩევანში საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

"თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზერელედ უნდა მოვეკიდოთ კანდიდატის შერჩევას. აუცილებლად განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით კანდიდატის შერჩევას გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებლის ფუნქციის მატარებელი, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება,“ - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები