19 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
საზოგადოების სპონტანურ აღშფოთებას მოჰყვა დისკუსიის გაშლა - ირაკლი კობახიძე შეწყალებაზე

„ეს იყო საზოგადოების სპონტანური აღშფოთება, რომელიც გამოიწვია იმ ტრაგედიამ, რომელიც მოხდა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე და ამას მოჰყვა დისკუსიის გაშლა ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა არჩევანში შეწყალების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდში შეწყალების თემის წინა პლანზე წამოწევა სწორედ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია, როდესაც ახალგაზრდა გოგო მამინაცვალმა მოკლა, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებული იყო.

„ჩვენი მხრიდანაც იყო კონკრეტული გზავნილები, მათ შორის, თუნდაც ამ საპარლამენტო სხდომაზე, თუმცა, ამას დასაბამი მისაცა საზოგადოების აღშფოთებამ და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სცადა აქცენტის გადატანა ქართულ ოცნებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნულოვან ტოლერანტობას დაუპირისპირდა, რის შედეგადაც, ორ-ნახევარჯერ შემცირდა პატიმართა რიცხვი.

 

დღის ამბები