19 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდება - ბაჩუკი ქარდავა

„საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდება,“ - ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ,  არჩევანის ეთერში გააკეთა.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.

ქარდავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ოპოზიციური პარტიების „გაქრობა“ წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ ოპოზიციური პარტიები ერთი მთავარი მიზნისთვის - ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებისთვის, ერთიანდება.

„ეს ცვლილებები უნდა დაიწყოს ოლიგარქიული მმართველობის დასასრულით. ამის შემდეგ შეიძლება, ჩვენ ვისაუბროთ განვითარებაზე,“ - განაცხადა ქარდავამ.

დღის ამბები