20 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
„ყველა ადამიანი, ვინც ამ სიკვდილის შემოტანას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ კანონი იქნება დაუნდობელი" - გია ვოლსკი

„ყველა ადამიანი, ვინც ამ სიკვდილის შემოტანას გადაწყვეტს საქართველოში, უნდა იცოდეს, რომ კანონი მათ მიმართ იქნება დაუნდობელი,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა. მან ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დროს მომხდარ შემთხვევაზე განმარტება გააკეთა.

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულის ძმა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. 

„სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა ამ დანაშაულებაში ჩართული, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყებისა და სამინისტროს თანამშრომელი იქნება ან თუ საერთოდ არ იქნება დაკავებული სახელმწიფოს სტრუქტურებში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები