23 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
"როცა აუუუ მდიდრები გავხდებით, მერე კი ბატონო" - ჭკუასელი ავლაბრის რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე გადატანას ითხოვს

მმართველ გუნდი ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადატანას მხარს უჭერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ ქვეყანას მსგავსი პომპეზური შენობა, როგორიც ავლაბრის რეზიდენციაა არ სჭირდება.

თემურ ჭკუასელის თქმით, პომპეზურობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

სიმყუდროვეა ათონელზე ძალიან და ძალიან კარგი ადგილია. ტრადიციული ადგილია. ორბელიანების სასახლე იყო. ისეთ ქვეყანას როგორიც საქართველოა ასეთი სასახლე უფრო უხდება ჯერჯერობით. როცა მერე აუუუ გავხდებით რაღაც მდიდრები, ისეთი ქვეყანა როგორიც გვინდა, საითკენაც მივდივართ მერე კი ბატონო იყოს პომპეზური,“-განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა და აღნიშნა, რომ სასურველია ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში განთავსდეს  ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული დაწესებულება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები