19 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე - პრეზიდენტის სასახლემ შესაძლოა მისამართი შეიცვალოს

ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე - პრეზიდენტის სასახლემ შესაძლოა მისამართი შეიცვალოს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელისუფლებო კანდიდატი კი გამარჯვების შემდეგ არა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, არამედ ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში შევა.

2012 წელს პრემიერისთვის აშენებული რეზიდენცია უკვე 6 წელია დაკეტილია. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებების მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი ავლაბრის სასახლეზე გაცილებით მოკრძალებულ შენობაში უნდა მუშაობდეს.

რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას იმ შემთხვევაში თუ „ოცნების“  საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს უცნობია. მმართველი გუნდი შენობაში მუზეუმის განთავსების იდეით გამოდის.

პრეზიდენტის სასახლეში მუზეუმის მოწყობას აპროტესტებს ოპოზიცია, მათ დღეს ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ავლაბრის სასახლე მისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურით მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირის საოფისედ გამოდგება და მისი გადაკეთება შეუძლებელია.

დღის ამბები