23 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
ირანთან გაწყვეტილი შეთანხმების შემდეგ ტრამპი თეირანს სანქციებით ემუქრება

ევროპისა და შეერთებული შტატების პოზიციები ერაყის ომის შემდეგ პირველად გაიყო. მიზეზი ირანთან გაფორმებული შეთანხმების დატოვება გახდა. ინტენსიური მოლაპარაკებებისა და ვაშინგტონში ბოლო დროინდელი ვიზიტების მიუხედავად, ევროპის ლიდერებმა პრეზიდენტის გადარწმუნება ვერ შეძლეს. დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, წინა ადმინისტრაციის დროს თეირანთან მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა და სანქციების დაწესებითაც დაემუქრა.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ირანში პროტესტით შეხვდნენ. კონსერვატორებმა მეჯლისის შენობაში ამერიკის დროშასთან ერთად შეთანხმების ასლიც დაწვეს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი შეთანხმების მონაწილე დანარჩენ მხარეებთან მოლაპარაკებას იწყებს და ამ ეტაპზე ისტორიული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობას დებს.

დოკუმენტი ირანთან ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა 2015 წელს გააფორმეს. ირანმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა. სანაცვლოდ კი საერთაშორისო გაერთიანების სანქციებისგან გათავისუფლდა.

დღის ამბები