25 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" ყრილობა ხვალ გაიმართება

"ქართული ოცნების" ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში მდებარე "ანდერვილიში" გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

როგორც ცნობილია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება და ის ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის. ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება, ის სამუშაო ფორმატში გაიმართება და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

დღის ამბები