20 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ 

ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს ფიზიკურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. რომან დუმბაძის ოჯახი ამბობს, რომ დუმბაძე უკანონო პატიმარია და მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. 

საქმე ეხება 28 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც რომან დუმბაძე ველოსიპედით, ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს დაეჯახა. მომხდარს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დუმბაძე პოლიციელებმა წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. მას სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ოჯახის წევრები დუმბაძის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები