25 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
თავდასხმა პოლიციელზე - ლანჩხუთში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დეტექტივ-გამომძიებელს თავს ორი პირი დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც გაირკვა, დეტექტივ-გამომძიებელი თავდამსხმელების საქმეს იძიებდა. კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფასექიმი-ნევროპათოლოგი - მ.ბ. სცემეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს - ზ.ი.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო,“-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები