24 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით რეგულაციები მკაცრდება - პრემიერი

არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, რეგულაციებში ცვლილებები შედის, რაც დამატებითი მექანიზმების შემოღებას გულისხმობს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს.

ცვლილებების მიხედვით, ახალი რეგულაციები წესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღება სურთ.

„აღნიშნული ცვლილების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.

12 წლამდე იზრდება დროებითი ნებართვის  ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები