19 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
„დაგვისახელეთ ძალა, ვინც ჩვენ უკან დგას და გვმართავს" - ძიუდოისტები ქევხიშვილისგან პასუხებს ითხოვენ

ძიუდოს ფედერაციის ყრილობის დასრულების შემდეგ სპორტსმენების პროტესტი ისევ გრძელდება. ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული ძიუდოისტები კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

მათ აინტერესებთ თუ რატომ იყო დღევანდელი ყრილობა დახურული და რაში დაიხარჯა ფედერაციაში ლიცენზიებიდან შემოსული თანხები. ძიუდოისტების თქმით, ყრილობაზე დავით ქევხიშვილმა ფედერაციის ფინანსების შესახებ სრული ინფორმაცია არ წარადგინა.

„დაგვისახელეთ ძალა, კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩვენ უკან დგას და გვმართავს. ყრილობა რატომ არ იყო საჯარო და არტომ არ ესწრებოდა მას მედია და რატომ მოგვიწვია იქ შესასვლელად ჭიდაობა? ვინ არიან აღმასკომის წევრები და ვინ წყვეტენ ამ სპორტსმენების ბედს, რომელთაც დღევანდელი ძიუდო აღელვებთ და რომლებიც დღევანდელი ძიუდოს ნაკრების წევრები პროტესტს უცხადებენ ფედერაციას. რომელმა სპორტსმენმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რომელი სპორტსმენია ჩამოწერილი და ჩამოსაწერად გამზადებული, სახელი და გვარები დაგვისახელოს, ვინ დგას ქევხიშვილის უკან,“- განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებაზე ის სპორტსმენებიც მივიდნენ, რომლებიც ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს უპირისპირდებიან.

თავდაპირველად მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდნენ, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი ისინი ყრილობაზე მაინც დაუშვეს, თუმცა ქევხიშვილის მუშაობით უკმაყოფილო ძიუდოისტები ყრილობაზე თავისუფალი დამკვირვებლების სტატუსით შეიყვანეს, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ შეკრება 15 წუთში დატოვეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები