23 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ ირანიც და ისრაელიც სარაკეტო იერიშს აღარ განახორციელებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ სარაკეტო იერიშები არც ირანის და არც ისრაელის მხრიდან არ განმეორდება.

გამთენიისას ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა, ცოტა ხანში კი ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ირანელთა სამხედრო ობიექტები დაბომბა.

სამიზნე სარადარო სისტემები, იარაღის საწყობები და სადაზვერვო პუნქტები იყო. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს.

იერიშებს ოფიციალური თეირანიც გამოეხმაურა და გოლანის მაღლობის დაბომბვასთან კავშირი უარყო.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეტევა ისრაელის აგრესიის საპასუხოდ სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს.

დღის ამბები