19 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ე.წ. კროტი ტკბილეულის ნაცვლად - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი ბავშვი ფოთიდან თბილისში გადმოიყვანა

ფოთში ორმა ბავშვმა მაღაზიაში საკანალიზაციო სისტემის საწმენდი ქიმიური საშუალება - ე.წ. კროტი, როგორც ტკბილეული ისე შეიძინა. ორივე ბავშვი გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში ფოთიდან თბილისში გადმოიყვანა.

ექიმები ამ დრომდე ვერ ადგენენ დამწვრობის ხარისხს, რადგან მოზარდებს დაზიანებული აქვთ შინაგანი ორგანოები და საყლაპავი მილი.

მოწამლული ბავშვების ოჯახები ერთმანეთს არ იცნობენ. ორივეს საკანალზიაციო სისტემის საწმენდი ქიმიური საშუალება ტკბილეულის ნაცვლად მაღაზიაში მიჰყიდეს. ე.წ კროტი დიდი რაოდენობით კაუსტიკურ სოდას და ნატრიუმის სულფატს შეიცავს, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია.

ჯერჯერობით უცნობია, იყიდეს თუ არა მოზარდებმა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ერთსა და იმავე მაღაზიაში. „კურიერის“ ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ იაშვილის პერსონალის გარდა გამოკითხა „ბევერლი ჯგუფის“ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, სადაც ბავშვმა ბებიასთან ერთად კანფეტის ნაცვლად კროტი იყიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები