24 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლოში არსებითი განხილვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულა.

დღეს ბრალდების ორმა მოწმემ ჩვენებაზე უარი თქვა და დუმილის უფლება გამოიყენა. 7 მოწმიდან ჩვენება მოხლოდ ორმა მისცა ჩვენება.

შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. მომდევნო პროცესზე დაიწყება დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვაც.

„დაიკითხა ორი პირი, რომლებიც არ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები, ძალიან მწირი ინფორმაცია გააჩნდათ მომხდარ ფაქტზე.

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოვიკვლიეთ ნაწილობრივი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც არსებობს საქმეში,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის ორი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარემ გახადა უდაო, რის გამოც მათი დაკითხვა აღარ გახდა საჭირო.

 

დღის ამბები