25 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რუხის ციხესთან - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუხის ციხესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუხი-ზუგდიდის საგზაო მონაკვეთზე ავტომანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. დაშავებული მგზავრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადის მისვლას ელოდებიან, რათა ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანონ.

შემთხვევის ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა მყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები