ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკთაშორის პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4496 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9253 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.