20 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
„დღეს ძალა დგას აქ“ - ვახუშტი მენაბდე

„დღეს ძალა დგას აქ,“ - ეს განცხადება კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობის დროს გააკეთა.

 ვახუშტი მენამდე რუსსთაველის გამზირზე გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს. 

„დღეს ძალა დგას აქ იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, ვმდგარიყავით იქ, სადაც ჩვენ ჩვენი ხედვა, ჩვენი პოზიციები, ჩვენი გრძნობები გვაქვს იმიტომ, რომ ეს ვერ დაინახა ხელისუფლებამ. ამიტომ, თუ ისინი არ გვაძლევენ სივრცეს, ჩვენ მოვიპოვებთ ამ სივრცეს და ეს სივრცე იქნება აქ, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური სივრცე, ეს არის საჯარო სივრცე და, თუ არ გვაძლევენ შესაძლებლობას, ერთად გავატაროთ, ვიყოთ ისე, როგორც სხვები, მაშინ ჩვენ ამას ჩვენით მოვახერხებთ,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები