25 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
მათი დაკავება მოხდა საღამოს 9-10 საათის ფარგლებში, ანუ რამდენიმე საათით ადრე, სანამ კლუბების ტერიტორიაზე დაიწყებოდა სპეცოპერაცია - ომბუდსმენი

„ჩვენი ინფორმაციით, მათი დაკავება მოხდა საღამოს 9-10 საათის ფარგლებში, ანუ რამდენიმე საათით ადრე, სანამ უშუალოდ კლუბების ტერიტორიაზე დაიწყებოდა სპეცოპერაცია,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გააკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ხოლო ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავებული ყველა პირი უკვე თავისუფალია.

სახალხო დამცველის თქმით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით აღნიშნული 8 პირი კლუბების გარეთ დააკავეს.

„როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მათ წინააღმდეგ არსებობდა ვიდეო მტკიცებულებები, თუმცა, დაკავება მოხდა კლუბის ტერიტორიის გარეთ. უშუალოდ სპეცოპერაციის დაწყებიდან და შემდგომ იქნა დაკავებული მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები, რომელთაგან ყველა დღეის მდგომარეობით არის თავისუფალი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები