25 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
ამ წუთისთვის მე რა ინფორმაციაც მაქვს, პატიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი - კახა კალაძე

გუშინ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან 6 პატიმრობაში რჩება.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გააკეთა.

„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი, აქედან, მე როგორც ვიცი, 2 არის გამოშვებული და პატიმრობაში რჩება, ამ წუთისთვის, მე რა ინფორმაციაც მაქვს, 6 რეალიზატორი. რაც შეეხება ფორმას, აქ შეიძლება, პოლემიკის საგანი იყოს ეს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა, ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები