24 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
დაპირისპირება კონტრაქციაზე - სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კონტრაქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს. აქციაზე დაპირისპირება მოხდა. „საქართველოს ახლგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, დაპირისპირების შემდეგ კი სამართალდამცველებმა გაბედავა დააკავეს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც მოძრაობა „თეთრ ხმაურს“ უპირისპირდებიან, ამ წუთებში 9 აპრილის ბაღში არიან შეკრებილები.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები