20 ოქტომბერი 2018,   05:07
ვრცლად
ნარკორეალიზაცია ინტერნეტით - ჟურნალისტური გამოძიების ქრონიკა და ვაკანსიები ნარკორეალიზატორებისათვის

P.S.-ის სკანდალური გამოძიება და სამართალდამცავების ერთკვირიანი დუმილი - 2 კვირის წინ მიხეილ სესიაშვილის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტის გამოყენებით თბილისის ქუჩებში დაუბრკოლებლად ხდება. ჟურნალისტმა ინტერნეტით შეიძინა ნარკოტიკი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე პოლიციაში დანამდვილებით ვერ ამბობენ, რა ნივთიერება ეყარა ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილ პაკეტში.

P.S. ისევ დაინტერესდა  კვლავაც მუშაობს თუ არა იგივე სქემა.

საიტზე შესვლა, საიდანაც პირველ ჯერზე ნარკოტიკის შეძენა მოხერხდა,  შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ, იგივე ვებგვერდიდან ნარკოტიკი კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნულ ვებგვერდს ნარკორეალიზატორის ვაკანსიაც კი უდევს.

კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთ კრიმინალურ სექმესთან გამკლავება ურთულესი იქნება, რადგან ნარკოგამსაღებლები მუდმივად ახალ-ახალ სქემებს იგონებენ.

საიტი სავარაუდოდ რუსულ კრიმინალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული, თავად პლატფორმა რუსულენოვანია და მაგალითად გამოცხადებულ ვაკანსიებზე ერთადერთი მოთხოვნა ელემენტარული რუსულის ცოდნაა. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ რუსულ კვლაზე მიუთითებს, რუსეთი კი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში არც ერთ სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები