24 ივლისი 2019,   11:27
ვრცლად
სამართალდამცველებმა p.s.-ის წამყვანს რუსთაველის გამზირიდან გადაცემის წაყვანის საშუალება არ მისცეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, დაახლოებით, ერთი საათის წინ. პოლიციელები მობილიზებულები არიან ყველა შესასვლელთან და ისინი მოქალაქეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ შორის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წაყვანა რუსთაველის გამზირიდან იგეგმებოდა, თუმცა სამართალდამცველებს გადაცემის წამყვანს ტერიტორია დაატოვებინეს. 

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კი, მოქალაქეებს სამართალდამცველებმა აქციაზე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. 

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს - მოძრაობა "თეთრი ხმაურის“ აქცია და კონტრაქცია, რომელთა შორის პოლიციის კორდონია გაკეთებული.

მეორე დღეა, პარლამენტის შენობის წინ თავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები 12 მაისს ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც „თეთრი ხმაურის“ აქტივისტების მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან. ნეონაცისტური ჯგუფის აქციაზე დაპირისპირებაც იყო, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დღის ამბები