19 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - ნეონაცისტური ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ნეონაცისტური ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. კონტრაქციის მონაწილეებს  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა სურთ, სადაც პარალელურად აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები და თანამოაზრეები მართავენ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ სურთ მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან, რომელიც მათი თქმით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტებმა შეურაცხყვეს.  

პოლიცია ამ ეტაპზე ახერხებს ნეონაცისტური ჯგუფების შეკავებას. მათი ერთი ნაწილი თავისუფლების მოედნის მხრიდან, მეორე კი ვარდების მოედნის მხრიდან ცდილობს  რუსთაველის გამზირზე შეღწევას. 

დღის ამბები