18 ივლისი 2019,   03:31
ვრცლად
ორი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ და მის მიმდებარედ - აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია გაკეთებული

თავისუფლება, თანასწორობა სოლიდარობა - ამ მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ხალხი მეორე დღეა, შეკრებილია. ახალგაზრდები 12 მაისს ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან „მერიოტის“ მხარეს. ისინი „თეთრი ხმაურის“ აქტივისტების მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან. ნეონაცისტური ჯგუფის აქციაზე დაპირისპირებაც იყო, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

"თეთრი ხმაურის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე მისულების აზრით, კლუბებში ძალის გადამეტებით შევარდნა, ხალხის გამოძევება, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რეჟიმს არ უნდა შერჩეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები აცხადებენ, რომ კლუბებში ძალადობრივი შეჭრა, მათ დაშინებას ემსახურება. ქუჩაში დგომითა და პროტესტით ისინი ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ მათი არ ეშინიათ.

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს დიდი რაოდენობით პოლიცია იცავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები