25 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
"ეს არის პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ მათ თავისუფალ სივრცეში შევიდნენ, დემონსტრაციულად სამართალდამცავი ორგანოები"-ლომჯარია

„რატომ გახდა ასე დემონსტრაციულად საჭირო კლუბებში შესვლა, მით უმეტეს როდესაც მოვისმინე ის, რომ თვეების განმავლობაში ხდებოდა მიყურადება თუ თვალთვალი თუ საკონტროლო შესყიდვები“-ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა და თქვა, რომ მას 12 მაისის  მოვლენების ყურების შემდეგ გაუჩნდა განცდა, რომ სამართალდამცავების ქმედება იყო პასუხი იმ პოლიტიკოსების მიმართ რომლებიც ბოლო პერიოდში აკეთებდნენ განცხადებებს თითქოს კლუბებში მიმდინარეობდა უკანონო ქმედებები.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ  კლუბები არის ის დაწესებულებები სადაც ადამიანები ახერხებენ მშვიდობიან ყოფას მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა. ახალგაზრდების მხრიდან პროტესტის მიზეზი კი გამოიწვია იმან, რომ სამართალდამცავებმა დემონსტრაციულად შეაღწიეს მათ თავისუფალ სივრცეში.  

„ის პროტესტი რაც მოჰყვა ამ ფორმით შესვლას იყო პროტესტი სწორედ იმის წინააღმდეგ, რომ მათ თავისუფალ სივრცეში შევიდნენ, დემონსტრაციულად სამართალდამცავი ორგანოები,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები