20 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე ნეონაცისტურ დაჯგუფებასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საპროტესტო აქციაზე ნეონაცისტურ დაჯგუფებასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პიონერთა სასახლესთან სამართალდამცველების კორდონია გაკეთებული. პოლიცია კონტრაქციის მონაწილეებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ, სადაც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.

„თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილები პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის გარანტი, რომ ახალგაზრდების გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება. მათი შეფასებით, კვირიკაშვილის კომენტარი ადეკვატური არ იყო.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სთხოვენ, რომ მათი მხარდაჭერები რუსთაველის გამზირზე შეუშვან. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული, რომელსაც პერიმეტრი გადაკეტილი აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები