23 აგვისტო 2019,   16:14
ვრცლად
"წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია" - სააკაშვილი 12 მაისის სპეცოპერაციას აფასებს

"წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია" - ასე აფასებს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი ნარკორეალიზატორებისა და მათი მფარველების ადგილმდებარეობა, თუმცა მათი დაკავების ნება არ არსებობს.

განცხადება სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.

ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე,შემოტანის არხები, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე, ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.

ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.

გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება, მათი სიცოცხლისთვის,"-წერს სააკაშვილი.

დღის ამბები