25 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შს მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა. გახარია ამ წუთებში "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლებს ხვდება.

წყლის ჭავლის მტყორცნი ორი მანქანა მობილიზებულია "თბილისი მარიოტის" მხარეს. ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც აღჭურვილი არიან ცრემლსადენი ჭურვებით. გადაკეტილი რუსთაველის გამზირი კინო რუსთაველის მხრიდანაც სადაც სპეცრაზმმა გზა ყვითელი ავტობუსებით გადაკეტა.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის გარდა, კონტრაქციას ნეონაცისტური ჯგუფები მართავენ, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და მეორე აქციის მონაწილეებთან მიახლოება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები