19 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა - საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ აქციის დაწყებამ და იქ მდგომი ახალგაზრდების ქმედებებმა კონტრაქციის ჩატარების საფუძველი გააჩინა.

"ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად,  თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა,"-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები