19 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
"სამწუხაროდ პრემიერის განცხადება არ იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით"-ბაია პატარაია

სამწუხაროდ პრემიერის განცხადება არ იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით-ამის შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაია პატარაიამ გააკეთა. მისი თქმით შესაძლოა მოლოდინი იმის არ ყოფილიყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მაინცდამაინც გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთებდა განცხადებს, თუმცა მოლოდინი იყო იმის, რომ ის  რამე კონკრეტულს იტყოდა.

ბაია პატარაიამ ყურადღება გაამახვილა ნარკოპოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ნარკოტიკებს პოლიცია იყენებს ინსტრუმენტად. აშანტაჟებს ადამიანებს ჩადებებით.

ბაია პატარაია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან იმ დრომდე სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

ის ასევე გამოეხმაურა კონტრაქციის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ორივე აქციის წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე მოსაზრება, რომ ნარკოვაჭრობა ცუდია და მას უნდა პოლიცია ებრძოლოს.

 

დღის ამბები