19 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები - მიხეილ სააკაშვილი

„მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

„შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით,“- წერს სააკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები