20 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
„სიმშვიდისკენ მოწოდება არ გვჭირდება იმიტომ, რომ ეს მშვიდობიანი აქციაა," - თამარ კორძაია პრემიერს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის რთული იყო იმის მოსმენა, როცა  პრემიერმა აქციის  მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„სიმშვიდისკენ მოწოდება არ გვჭირდება იმიტომ, რომ ეს მშვიდობიანი აქციაა. თითოეული ადამიანი აქ მდგომი იცავს თავის თავისუფლებას,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა შეხვედრას, რომელიც შს მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის მიმდინარეობს. თამარ კორძაიამ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი გახარიაც პრემიერის მსგავსად სიმშვიდისკენ არ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რადგან ეს აქცია ისედაც მშვიდობიანია.

დღის ამბები