25 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
„არ იცოდნენ, რომ „ბასიანში“ ავტომატით შევარდნა ამას გამოიწვევდა?“ - მიშა მშვილდაძე

„არ იცოდნენ, რომ „ბასიანში“ ავტომატით შევარდნა ამას გამოიწვევდა?“ - ეს განცხადება პროდიუსერმა, მიშა მშვილდაძემ გააკეთა. ის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა.

„საშინელებაა განცდა იმისა, რომ ვნახეთ პრემიერის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ გავდა გამოსვლას ადამიანის, რომელიც აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას განიცდის და რეალურად წარმოადგენს რაიმე ძალაუფლებას,“- აღნიშნა მშვილდაძემ.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია იმართება. პარლამეტის შენობის წინ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ. ასევე იმართება კონტრაქციაც.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, წყლის ჭავლის მანქანები, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები