"კონტრაქციაზე არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებთანაც მივდივართ სასაუბროდ,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. გიორგი გახარია კონტრაქციაზე მივიდა.
მან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ პარლამენტის წინ შეკრებილების დაშლა დროულად მოეხდინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებას დაიწყებდნენ.
გიორგი გახარიამ კონტრაქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მთავარ აქციაზე შეკრებილებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ისინი დაიშლებოდნენ, თუმცა მათი ტერიტორიიდან გასაყვანად გარკვეული დრო იყო საჭირო. მინისტრის ეს წინადადება კონტრაქციის მონაწილეებისთვის მიღებელი იყო.
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციაზე სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს სამუშაო რეჟიმში აქციის მონაწილეებთან ერთად, რომლებიც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ, 12 მაისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.
"განვიხილავთ ყველა ნაბიჯს პარასკევის ღონისძიების და თუ ვინმეს უფლებები იყო დარღვეული ამას აღვადგენთ,“- აღნიშნა გახარიამ.