20 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
„ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით“ - მიხეილ სააკაშვილი

„ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტებში“ სატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შინაგან საქმეთა მინისტრის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთ დღეს ბერას, ან ვიღაცას თუ მოუნდება, ვიღაც „დამკრიშავები“ მთავრობის უმაღლეს დონეზე, ე.წ. მთავრობის უშვებენ მომაკვდინებელი ნარკოტიკის გაყიდვას, ამას ეწირებიან უდანაშაულო ახალგაზრდები. მეორე, დღეს ხალხმრავალი კლუბების დარბევის ბრძანებებს იძლევიან, რაც არის ყველაფრის დარღვევა. იგივე ხალხი, ვინც დაარბია კლუბები, მესამე დღეს ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაპირებას იძლევა,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები